თურქეთის ქალაქ სტამბულში მკლავჭიდში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა, საღამოს დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს ლეგენდარული მკლავჭიდელები დაუპირისპირდნენ. ლევან საგინაშვილი ამერიკელ დევონ ლარატს შეხვდა და მეტოქეს ისევ უშანსოდ მოუგო.
საგინაშვილმა მეტოქეს ხელი 4-ჯერ გადაუწია. ამერიკელმა მხოლოდ პირველი შერკინებისას შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, რის შემდეგაც ლევანის დომინაცია აშკარა იყო. ქართველმა მკლავჭიდელმა 4:0 გაიმარჯვა და ლარატს კიდევ ერთხელ სძლია.