“ჩვენ ვართ პოლიტიკურად უაღრესად ექსტრაორდინარულ და საშიშ მომენტში. ვხედავთ ხელისუფლებას, რომლის მიზანიცაა სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავება, როდესაც ხელისუფლება აანონსებს კონტრაქციებს მაშინვე ნათლად ჩნდება ის ტენდენცია, მიზანი, რაც გააჩნია ხელისუფლებას და ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების ხარჯზე პოლიტიკური სივრციდან ძალოვან სივრცეზე გადასვლა…
მე მაშინაც [ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში მესამედ მოვლის დროს] ვამბობდი, არ ვიცი რატომ ბრუნდება, მაგრამ ეს ადამიანი რომ არ დგამს გაუაზრებელ ნაბიჯებს, რომ მისი ნაბიჯები, სამწუხაროდ, საშიშია ქართული საზოგადოებისთვის. დღესაც ვიმეორებ ეს ადამიანი არ მოსულა იმისთვის, რომ რაიმე ასეთი პატარა მასშტაბის ნაბიჯი გადაედგა. ჩემი ვერსიით, ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას უხამსი წინადადებით, საქართველოს სტრატეგიული განვითარების თვალსაზრისით, ის მიმართავს საზოგადოებას წინადადებით, რომელიც იქნება საქართველოს კურსის შემცვლელი. ეს მთელი კანონები, რასაც ვუყურებთ, მიმაჩნია, რომ არის იდეოლოგიური მომზადება ქართველი ამომრჩევლის, რომ ჩვენ აღარ ვართ იქ. მათ უნდათ საქართველოს მოქალაქის ტვინში დანერგონ ის რიტორიკა, რაც უკვე დანერგილია. ის, რომ ევროპა არაა ჩვენი მიზანი. ის რომ ჩვენ არ მივისწრაფვით ევროპისკენ. ეს არის ნაწილი იმ გეგმის, უხამსი წინადადების, რომელიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით იქნება ცნობილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ნამდვილად შეეხება საქართველოს შეტრიალებას რუსეთის მიმართულებით და ზურგის შექცევას ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ” –
თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.