საქართველოს სახალხო დამცველი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ქართველი დიპლომატების დუმილზე წერს:
”ქართველი დიპლომატებიდან ვინმემ რამე გვითხრა? საქართველოს დიპკორპუსს არ ეხება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება? მესმის, რომ ხმის ამოღებას თანამდებობის დაკარგვა მოჰყვება, მაგრამ ნუთუ ასეთი მძიმეა საქართველოში დაბრუნების და ცხოვრების შიში?” წერს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფეისბუქზე
ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, თუმცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით არ იქნება ევროკომისიისგან განსხვავებული და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს.
დღეს ევროპულმა პარლამენტმაც მიიღო უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია.