დგას თუ არა “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის უკან და გაიცა თუ არა წყევლის დავალება რეგიონალური კოორდინატორის მხრიდან? – “ტვ პირველის” კითხვა დიმიტრი სამხარაძემ უპასუხოდ დატოვა.
დეპუტატი ჩვეული რიტორიკით გამოირჩეოდა. სამხარაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ “ლაპარაკი ეზარება”.
”მეზარება, რატომ უნდა ვხარჯო შენთან საუბარში დრო? რატომ მაკარგინებ დროს, გაწიე შენი აყროლებული მიკროფონი”- მიმართა დეპუტატმა ჟურნალისტს.
“ქართული ოცნების” პარტაქტივმა პრეზიდენტი დაწყევლა. ”შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალეთ” – ასე მიმართავენ სალომე ზურაბიშვილს მმართველი პარტიის კორდინატორები და აგიტატორები.