არა გაუგებარ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, მხოლოდ რუსეთის მოსაწონ კანონს! – აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახები

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო და მხოლოდ  რუსეთის მოსაწონ კანონზე:

“ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები,  რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ:

გთხოვთ ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს შვილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აწუხებთ საკუთარი მომავალი და აქვთ კონკრეტული შიშები ამ მომავლის სწორი, არჩეული მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით.

მოგიწოდებთ, ნუ დაუპირისპირდებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და ნურც საზოგადოებას დააპირისპირებთ ერთმანეთთან. ეს არათუ განვითარებას არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას,  არ მოიტანს არაფერ კარგს საქართველოსთვის.

არა გაუგებარ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, მხოლოდ  რუსეთის მოსაწონ კანონს!

კი ევროპას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, მომავალი თაობის არჩევანს!” ნათქვამია განცხადებაშირომელსაც სოციალურ ქსელში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share