კარი უნდა მივუჯახუნოთ რუსულ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც რუსეთს ამართლებს ჩვენს ქვეყანაში – კოლხი

გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ პროტესტს  პეტრე კოლხიც უერთდება – სასულიერო პირი დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმყოფება და “ოცნების” ინიციატივას არას კიდევ ერთხელ ეუბნება.

დეკანოზი პირდაპირ ამბობს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოში ოკუპანტის ინტერესებს ატარებს, მოქალაქეებმა “კარი უნდა მიუჯახუნონ”.

”დღევანდელ დღეს პილატე პონტოელის ფუნქცია შესრულებული აქვს ქართულ ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებას”. სინამდვილეში რუსულ ნარატივს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც “ოცნებას” პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს. ერთხელ და სამუდამოდ კარი მივუჯახუნოთ რუსულ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც რუსეთს რამენაირად ამართლებს ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობს პეტრე კოლხი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share