საფლავზე წითელი კვერცხის მიტანის ტრადიციასთან დაკავშირებით – კახა ჩავლეშვილი

საფლავზე წითელი კვერცხის მიტანის ტრადიციასთან დაკავშირებით
.
აღდგომის მეორე დღეს საფლაოს მონახულება კვერცხის მიტანა ქრისტიანობამდელი ქართული წესი გახლავთ, რაზეც მიუთითებს კირიონ მეორე (Культурная роль Иверіи въ исторіи Руси) – „საქართველოში, აღდგომის მეორე დღეს, სასაფლაოებს მოინახულებენ, საფლავზე პატარა ორმოს ამოთხრიან, რომელშიც წითელ კვერცხს დაფლავენ.“ ამ დღეს სასაფლაოზე ჭამა და დალევა ტრადიციისათვის უცნობი იყო. ეს წესი ძალიან გავს გურიაში ადრე არსებულ „ნერჩის“ ანუ „მიწის გაჯერების“ რიტუალს. კირიონი აქვე ამბობს, რომ – „ზუსტად იგივე ჩვეულებას ვხედავთ სლავებში. კეძოდ ბელორუსიაში, მას შემდეგ მიცვალებულს დაკრძალავენ, საფლავზე დებენ წითელ კვერცხს და ამბობენ „წმინდა რადზიცელი“ (Святые радзицели).“ ამ შემთხვევაში საუბარია „რადონიცა“-ზე (Радоница, Радуница), რომელსაც რუსები აღდგომის მეორე დღეს აღნიშნავენ და ამ დღეს დაახლოებით იგივე ხდება რუსეთის სასაფლაოებზე რაც დღევანდელ საქართველოში – ალკოჰოლის მიღება და ჭმა-სმა.
.
გასაბჭოების შემდეგ საფლავზე წითელი კვერცხის მიტანა აღდგომის შემდგომი დღიდან აღდგომის დღეს გადმოვიდა. ანუ წარმართული და ქრისტიანული წესები შერწყმა მოხდა, ამასვე დაემატა საბჭოთა ნაწილი – სასაფლაოზე საჭმელისა და სასმელის მიტანა. ამ მხრივ ქართული ტრადიციაც რუსული „რადონიცას“ ანალოგი გახდა, რომელსაც თავად რუსები წარმართული და საბჭოთა ტრადიციების ნაზავად მიიჩნევენ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში სასაფლაოზე ალკოჰოლის გამოყენებამ ბოლო წლებში ისეთი სახე მიიღო, რომ რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა საფლავზე ალკოჰოლის მიღება შეეზღუდა.
.
საბჭოთა საქართველოში აღდგომა დღეს სასაფლაოზე „ქეიფი“ ეწინააღმდგებოდა როგორც საეკლესიო წესებს ისე საბჭოთა/ათეისტურ მსოფმხედველობას. რადგანაც ხელისუფლებისათვის ეს მაინც აღდგომა იყო და არ შეიძლებოდა, ხოლო ეკლესია წინააღმდეგი იყო მისი ასეთი ფორმით აღნიშვნისა. ამ „პრობლემის“ გადასაჭრელად 1970-აინ წლებში, საბჭოთა ხელისუფლებამ პრაქტიკულად აღადგინა წარმართული ტრადიცია და აღდგომის შემდგომ დღეს ანუ ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს, დააწესა „გარდაცვლილთა ხსოვნის დღე“. ახალი ტრადიცია მაინც საეკლესიო კალენდართან იყო დაკავშირებული, რაზეც როგორც ჩანს ეკლესიაც თანახმა იყო. თუმცა ახალ დღესასწაულს დიდი შედეგი არ გამოუღია და ხალხი წითელი კვერცხით, საჭმელითა და ღვინით მაინც აღდგომა დღეს მიდიოდა სასაფლაოზე.
.
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს ეკლესიამ აღდგომის დღესასწაულის მეორე დღე საფლავთა კურთხევის დღედ დაწესა, რამაც აღდგომა და საფლავთა კურთხევის დღე ერთმანეთისაგან გამიჯნა, თუმცა დღემდე ნაწილობრივ მაინც შემორჩა აღდგომის დღეს საფლავთა მონახულების, სასაფლაოზე წითელი კვერცხის, საჭმელისა და ღვინის მიტანის ტრადიცია.
.
Радоница Смоленское кладбище – 1845 წლის რუსული ილუსტრაცია
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება 5 ადამიანი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share