აქ ჰყავდათ ამბროსი ხელაია დაპატიმრებული ბოლშევიკებს და ახლა მისი სული მიგვიძღვის წინ – ბუღაძე

აქ ჰყავდათ ამბროსი ხელაია დაპატიმრებული ბოლშევიკებს და ახლა მისი სული მიგვიძღვის წინ – ასე მიმართა მწერალმა ლაშა ბუღაძემ ევროპის მოედანზე შეკრებილ უამრავ გულანთებულ ადამიანს.

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი – ამბობს მწერალი და ხალხს გადამწყვეტი ბრძოლისთვის მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

”ევროპის მოედანზე ზემოდან დაგვცქერის ვახტანგ გორგასალი. აქ ჰყავდათ ჩენი პატრიარქი ამბროსი ხელაია დაპატიმრებული ბოლშევიკებს და ახლა მისი სული მიგვიძღვის წინ. მაგრამ საქართელოს ბედი გადაწყვეტილია. ის იქნება თავისუფალი და ის იქნება ევროკავშირის წევრი.

ხვალ ასევე არის მნიშვნელოვანი დღე და ზეგ, ორშაბათს ვანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს კომიტეტის სხდომა. ჩვენ ამ 83 დეპუტატს უნდა ჩავხედოთ თვალებში, მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი, ამიტომ ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ “, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share