ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა, რომ შესაძლოა ღია იყოს დიპლომატიის მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რადგან ეს არის პირობა გულწრფელი პოლიტიკური დიალოგისთვის.
არჩევანი დღეს არის არჩევანი ომსა და ტრაგიკულ მსხვერპლშეწირვა რომელიც ომს მოსდევს, ან გამბედაობა პოლიტიკური ჩართულობის, გამბედაობა დიპლომატიური მოლაპარაკების”, – თქვა მიშელმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას თავს 16 თებერვალს დაესხმება. მან სწორედ ამ დღისთვის მოუწოდა მოქალაქეებს გაერთიანდნენ და ერთიანობის დღე აღნიშნონ.
პარალელურად რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს. მიუხედავად ამისა მოსკოვს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. 15 თებერვალს რუსეთმა თქვა, რომ მისი სამხედრო ჯარების ნაწილი ბელარუსში წვრთნებს ასრულებს და მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება. დასკვნითი ღონისძიება 19 თებერვალსაა დაგეგმილი.