ქართველობა და ევროპიელობა – აი რა სწერია ჩვენს დროშაზე

ქართველობა და ევროპიელობა – აი რა სწერია ჩვენს დროშაზე
.
„მესამე დასის“ პირველი შეკრება შედგა 1893 წელს ეგნატე ნინოშვილის ბინაზე ყვირილაში, სადაც განხილულა ვაწაძის მიერ შემუშავებული სამოქმედო პროგრამა, რომელიც დაწუნებული იქნა და ახალის შედგენა მიუნდვიათ ნოე ჟორდანიასათვის, რომელსაც შეუდგენია პროგრამა, ამ პროგრამასთან დაკავშირებით გრიგოლ ურატაძე წერს:
.
„ნ. ჟორდანია თავის საპროგრამო წერილის დასკვნებში ერთხელაც არ ახსენებს რუსეთს. სამშობლო და უცხოეთი – აცხადებს ის და ამ უცხოეთად ასახელებს ევროპას. – საქართველო და ევროპა – აი მისი გზა და წინააღმდეგ იმათისა, ვინც რუსეთისაგან გამოელოდა სიკეთეს, ის-ეძახის ქართველ ხალხს ევროპისაკენ. ქართველობა და ევროპიელობა – აი მისი ლოზუნგი. ამნაირად ნ. ჟორდანია, და შემდეგ სოციალდემოკრატია თავის საპროგრამო იდეებით ხსნას გამოელოდა არა რუსეთისაგან, არამედ ევროპისაგან: ევროპა, ევროპიელობა – აი საით იწვევს ის ქართველობას. მაგრამ გაევროპიელება უნდა მოხდეს ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე.“
.
ამის შემდეგ ურატაძეს მოყავს „დასკვნები“ ჟორდანიას პროგრამიდან: „ნივთიერი კეთილდღეობა, როგორც დედაბოძი ადამიანის პიროვრების. თავისუფლება მთელი ერის და თვითეული პიროვნების, როგორც ხელის შემწყობი უმთავრესი სურვილის მისაღწევათ და როგორც უახლოესი საგანი მოწინავე დასის სამოქმედოთ. ჩვენ ჩავდექით ახალ ხანაში, არა როგორც ეთნოგრაფიული ხალხი, არამედ როგორც ქართველი ხალხი, მქონე საკუთარი ისტორიის, კულტურის, ზნე-ჩვეულების. აი ეს არის ეროვნული ნიადაგი, ამაზე ვაშენებთ ევროპიულ ცივილიზაციას. თუ ეს ნიადაგი დავჰკარგეთ, გვეკარგვის ხალხოსნობა. კულტურა, თავისი „მე”. თუ ევროპის ცივილიზაცია არ შევითვისეთ – ვრჩებით დაუძლურებული, სუსტი, მზათ გადასაშენებლად. ქართველობა და ევროაპიელობა – აი რა სწერია ჩვენს დროშაზე, ჩეენი წინსვლა ამ დროშის თანდათან გამლას მოასწავებს. ჩვენი ქვეყანა უკვე შედგა გაევროპიელების გზაზე. გაევროპიელება სწარმოებს ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე. სამშობლო და უცხოეთი, საქართველო და ეგროპა, ქართველობა და ევროპიელობა – აბ რა სწერია? ახალ დროშაზე. ამის ამოკითხვა და ხალხის შეგნებაში გადატანა – ჩვენი დროის ისტორიული კითხვაა“.
.
„1916 წლის ბოლოს ეს საკითხი ისევ დადგა ჩვენ პარტიაში და სოფ. ჯუნჯუათში (გურია) მოხდა პარტიული კონფერენცია, სადაც ყველა შევთანხმდით იმაში, რომ თუ რუსის ჯარი გავიდოდა კაეკასიიდგან – ჩვენ აგვეღო ხელისუფლება და დამოუკიდებლობაც გამოგვეცხადებია. კრების წევრები მოითხოვდენ რეზოლიუციის გამოქვეყნებას, მაგრამ კონსპირატიული მოტივით ეს წინადადება უარყოფილი იქნა, მხოლოდ დაევალა ნოე ჟორდანიას დაეწერა წერილი ამის შესახებ შესაფერი მიდგომით.“
.
გრიგოლ ურატაძე – „ნამდვილი და ყალბი ისტორია“ (პარიზი 1958 წელი)
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share