მომღერალი მერაბ სეფაშვილი ქვეყანაში კორონა პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და ფაქტობრივად დაპაუზებული ცხოვრების გამო, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ხალხმა ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს მათი პირობების გაუმჯობესება:
“ასე ვიჯდეთ და მხოლოდ ვისაუბროთ, არაფერი არ გამოვა. კი არ უნდა ვთხოვოთ, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ორ კვირაში ისევ დაგვკეტავენ. ხალხს აღარ სჯერა ამ სატამაშო თოჯინების. ეს ხალხი, მილიონობით რომ ზის და საჭმლის ფულზე საფიქრალი აქვს, უნდა მოვითხოვოთ დახმარება. სად წაიღეს კაცო ამდენი ფული? სულ უკან და უკან მიდის ქვეყანა. ხალხი უკვე საჭმელსაც ვერ ჭამს” – აღნიშნა სეფაშვილმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”.