ყველაფერი, რაც გაყინული კონფლიქტია, არის ომი – ნელი ომი, ან ნელი ოკუპაცია – ზელენსკი

ყველაფერი, რაც გაყინული კონფლიქტია, არის ომი – ნელი ომი, ან ნელი ოკუპაცია, ან გაყინული კონფლიქტი მხარეებს შორის – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი The Guardian-თან ინტერვიუში.

დადგება მომენტი, როცა ეს ყველაფერი ამა თუ იმ მიზეზით გალღვება. ოკუპანტი ყოველთვის იპოვის მიზეზს – ამბობს ის.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რუსეთს ახლა შესვენება სჭირდება ბრძოლის ველზე პოზიციის გასაძლიერებლად და იმის გასაგებად, სად რისი დეფიციტი აქვს.

“მათ ჩვენზე მეტი აღჭურვილობა აქვთ, მაგრამ დეფიციტიც აქვთ – აკლიათ გამოცდილი სამხედროები, საარტილერიო ჭურვები, რაკეტები. ამიტომ ეს პაუზა მათ სარგებელს მოუტანს, ჩვენ რა თქმა უნდა არა. ისინი გაძლიერდებიან და ამის შემდეგ, როგორც ნორმანდიულ ხელშეკრულებებში იყო, ძალას მოიკრებენ და შეეძლებათ ულტიმატუმის წამოყენება – აღიარეთ ყველა ტერიტორია, არ გაწევრიანდეთ ალიანსში [ნატო], დაივიწყეთ ევროინტეგრაცია და ბევრი ასეთი პირობა ექნებათ”. აღნიშნა ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა დონბასის ოკუპაცია და ის ფაქტი, რომ ომის აქტიური ფაზის არარსებობის მიუხედავად, 2022 წლამდე უკრაინელები იქ რუსული თავდასხმების შედეგად, მაინც იღუპებოდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share