ელისო ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ რომ რუსულ კანონზე მხარდაჭერის სურვილი თავად გამოხატა.
”მე მხარს ვუჭერ ამ კანონს, საქართველოს მომავალს, სუვერენიტეტს. აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ჩემი ინიციატივით ჩამოვედი საქართველოში, ჩემი ინიციატივით ვარ “ოცნების” წევრი და ვარ ბედნიერი, რომ ვარ ამ პარტიაში”, – აცხადებს ბოლქვაძე.
უცნაური განცხადებებით ცნობილი პარლამენტარი ფიქრობს, რომ თუ დეპუტატის მანდატს არ მისცმენენ, იქნებ მინისტრი მაინც გახდეს. ბოლქვაძე იმედოვნებს, რომ მომავალ მთავრობაში თეა წულუკინის დაწინაურების შემთხვევაში მინისტრის პოსტი მისთვის გამოიძებნება.
ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ამერიკული სანქციები არ ადარდებს. ახლა მთავრია თიბლისსა და პარიზს შორის ფრენა ვინმემ არ შეუზღუდოს, ამიტომ ეიმედება რომ შანზელიზეს ბრენდულ მაღაზიებში, მას როგორც რუსეთის ქომაგს არ ამოიცნობენ და არ ეტყვიან უარს, მისი რჩეული ბრენდების მიყიდვაზ .
“შანელსაც ვიყიდი და დიორსაც ვიყიდი სხვათაშორის” – ამბობს ბოლქვაძე.
ელისო ბოლქვაძე გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ პირდაპირ პარიზში გაფრინდა.