დაძაბულობა ალტ-ინფოს ოზურგეთის ახალ გახსნილ ოფისთან

დაძაბულობა იყო დღეს აბაშიძის ქუჩაზე ალტ-ინფოს ოზურგეთის ახალ გახსნილ ოფისთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა მოიყარეს თავი და გააპროტესტეს პუტინის მხარდამჭერი ორგანიზაციის დაფუძნება ოზურგეთში.

როგორც აქტივისტები გვეუბნებიან, ალტ-ინფოს ოფისიდან გამოვარდა სასულიერო პირი მამა ვახტანგ თოხაძე რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამოქალაქო აქტივისტებს. ასევე ცემეს  ჟურნალისტები, კონკრეტულად, ოფისის მფლობელი ხანშიშესული ქალბატონი ხელჯოხით ფორმულასა და მთავარი არხის ოპერატორებსა და ჟურნალისტებს გაუსწორდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ფართომასშტაბიანი აქცია ალტ-ინფოს ოზურგეთის ოფისის წინააღმდეგ ხვალისთვის დააანონსეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share