თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მშვიდობით დარჩი უკრაინა. მალე დავბრუნდებით უფრო მეტი ქართველით“. – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკმეგობრები მას მშვიდობიან გზას უსურვებენ.