გვარამიას დაპატიმრება მთავრობის მხრიდან კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო – ლეო დოქერტი

გვარამიას დაპატიმრება მთავრობის მხრიდან კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო  -განაცხადა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრმა ლეო დოქერტიმ.

“რუსული კანონის [პირველი მოსმენით] მიღება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, რამაც გამოიწვია საქართველოს საზოგადოების მყისიერი პროტესტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, რომ საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვია ეს კანონი.

 

ასევე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება იყო კონტრპროდუქტიული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე, ჩვენ თვალს ვადევნებთ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას და განვაგრძობთ ამ მიმართულებით მონიტორინგს” – განაცხადა ლეო დოქერტიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share