აშშ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება

ამერიკელი სენატორების განცხადებით ისინი, 2024 წლის არჩევნებს საქართველოში ყურადღებით დააკვირდებიან.

მათი თქმით, ის რაც ახლა საქართველოში ხდება არის შემაშფოთებელი.

„ერთ-ერთი ქვეყანა სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა  ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროინტეგრაციისკენ, ევროპისკენ გაიხედოს.

 

მე და სენატორი რიში, იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს რათა დავკვირვებოდით არჩევნებს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ახლა რასაც ვაკვირდებით ის არის, რომ ქართული ოცნება მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ, ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს, გავგზავნით იქ ჩვენს დამკვირვებლებს“, -განაცხადა ჯინ შაჰინმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share