საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.
„როდესაც შენ ტოვებ გუნდს, მიდიხარ და, ფაქტობრივად, საქართველოს უდგები ოპოზიციაში, ამას ჩვენ ერთიანობის მაგალითს ვერ დავარქმევთ“, – აცხადებს მათიკაშვილი.
გიორგი გახარია პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისკენ მოუწოდებს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მტერთან საბრძოლველად ისე უნდა გაერთიანდნენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.