„შეიძლება რეზოლუციაში ისეთი რამე ეწერა, რასაც მხარს არ დაუჭერდნენ“ – ბექა დავითულიანი

შეიძლება  რეზოლუციაში  ისეთი  რამე  ეწერა,  რასაც მხარს არ დაუჭერდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“  დეპუტატმა ბექა დავითულიანმა  ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ რატომ არ მოაწერეს ქართველმა დეპუტატებმა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ.

„არ მისაუბრია, ეს საკითხი არ ვიცი. გასცემენ პასუხს ის ადამიანები, იმიტომ რომ შეიძლება  რეზოლუციაში  ისეთი  რამე  ეწერა,  სხვა, რასაც მხარს არ დაუჭერდნენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

უკრიანელი ბავშვების რუსეთში ძალადობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ მიღებულ დოკუმენტზე, რომელიც  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გუშინ მიიღეს,  საქართველოს მმართველი ძალის არც ერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share