პროკურატურის ინფორმაციით, ოზურგეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც 2023 წლის ნოემბერში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შშმ ცოლი მოკლა.
სასამართლომ კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კაცს ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) ჰქონდა წარდგენილი.