ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თედ ჯონასი საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარებას ეხმაურება – ბიზნესიურისტი “ბიემჯისთან” ინტერვიუში მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით საუბრობს.
თედ ჯონასი ღიად აცხადებს, რომ სანქცირების პირას მყოფმა ივანიშვილის გუნდმა სტრატეგიული პუნქტი ოკუპანტი ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოს, ჩინეთს გადასცა.
“ამ კომპანიის არჩევით საქართველოს მთავრობამ, პრაქტიკულად, სრულად დაბლოკა ამერიკის მონაწილეობა პროექტში” – ამბობს ბიზნესიურისტი და იქვე დასძენს, რომ პროექტის ეკონომიკური ეფექტი მნიშვნელოვნად უარყოფითი იქნება.
”ევროკავშირის კომპანიების პრაქტიკაა ასევე, რომ დაემორჩილონ ამ ტიპის სანქციებს და პირიქით. გამოდის – ამ პროექტს შესაძლოა დასავლელი ინვესტორი საერთოდ აღარ ჰყავდეს იმ პირობებში, როცა ჩინური სახელმწიფო კომპანია CCCC იქნება მთავარი კონტრაქტორი. ეს იყო ზუსტად ის პირობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დადო რუსეთთან – ანაკლიის პროექტში არ იქნებოდა დასავლური მონაწილეობა. რუსეთს შეუძლია არაფრის შეეშინდეს – ანაკლიის პროექტი ჩინური პროექტი ხდება, ხოლო ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები.
აქ იმას ვიტყვი, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პროექტის განხორციელებას გეგმავდა დასავლური ინვესტიციებით. “მერსედეს ბენცი” რომ აიღოთ და შეადაროთ, ჩინურ ინვესტიციებს – ჟიგულს. ეს იქნება ეკონომიკური ეფექტი პროექტის. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პროექტს ჰყავდა 4 საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, როგორც ინვესტორი – EBRD, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინდუსტრიული განვითარების ბანკი, ოპეკი – 50 მილიონი დოლარის გარანტია ჰქონდა ევროკავშირისგან – ჰყავდა ჰოლანდიელი, ამერიკელი, ქართველი, ბულგარელი ინვესტორები – პორტის ოპერატორი SSA Marine – სიეტლიდან, სამშენებლო კომპანია – ფრანგული. ამას გარდა, ჰქონდა გეგმა – 400 ჰექტარზე სპეციალური ინდუსტრიული ზონის აწყობის. ეს ქონება ჩვენი საკუთრებაა. ADC-ია ამ ქონების მფლობელი. ეს ქონება არ არის საქართველოს მთავრობის საკუთრება. ამდენად – პროექტი, რომელსაც მთავრობა ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან ერთად გეგმავს – სპეციალური ინდუსტრიული ზონის გარეშეა”, – ამბობს თედ ჯონასი.
თავდაცვის ექს მინისტრი ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინური კომპანიის შემოყვანასა და რუსული კანონის დამტკიცებას ერთ ჯაჭვში განიხილავს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.
ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.