როგორ დაანგარიშდება მასწავლებლის ხელფასი – განათლების მინისტრის ბრძანება

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა. ბრძანება პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

დოკუმენტის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატებს.

თანამდებობრივი სარგო დაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა, სამუშაო დატვირთვა. რაც შეეხება დანამატს, კრიტერიუმები არის: სამუშაოს სპეციფიკა, კლასკომპლექტი, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება, კლასის დამრიგებლობა, სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა, წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება.

მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია

  1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 20 ლარი;
  2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება – 40 ლარი;
  3. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 100 ლარი.

პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

სამუშაო სტაჟი

  1. 0-დან 5 წლის ჩათვლით – 15 ლარი;
  2. 5-დან 10 წლის ჩათვლით – 30 ლარი;
  3. 10 წლის ზემოთ – 45 ლარი.

პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად  განისაზღვრება:

 

მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა

  • კლასკომპლექტით სწავლება – 40,50 ლარი;
  • არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;
  • კლასის დამრიგებლობა – 101,25 ლარი.

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება 150 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი

წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციას და აქვს კვირაში არანაკლებ 1 საგაკვეთილო საათი.

დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

  1. წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;
  2. მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

სამუშაო საათები

სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share