თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გაიმართა:
თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ერთად ეთქვათ მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.
საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდა.
“ვერ დავმალავ, გამიკვირდა! შეიძლება შემსრულებელი არ მოგწონდეს, არც ავტორებზე გიჟდებოდე, მაგრამ სიმღერას, ლექსს, თვითონ ფეხბურთელებს და ხალხს რას ერჩი, არ მესმის. მგონი, იგნორირება და სხვა სიმღერის, თუნდაც ძალიან კარგის, სამჯერ გაჟღერება ვერაფრით შეცვლის იმ რეალობას, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია” ბოლო პერიოდის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მეტი რომ არ ვთქვა! და შეკრების ბოლოს, უფონოგრამოდ, თვითონ ფეხბურთელებისთვის რომ მიეცათ ამ მისამღერის გაჟღერების საშუალება, ვითომ უკეთესი არ იქნებოდა?! რა ვიცი, რა ვიცი… ის კი ვიცი, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია,” მუდამ! დასასრული კი ამ გამარჯვებებს აღარ ექნება!” – წერს ირმა სოხაძე.