წლებია, სახელმწიფოს, პარკებისა და სკვერებისთვის საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები რუსეთიდან ჩამოაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
“ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, მხოლოდ 2014-2024 წლებში, შპს “ჯეო პარკს” თითქმის 17 მილიონი ლარი გადაუხადეს რუსეთიდან ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად. ქვეყნის მთავრობას არც მაშინ შეუჩერებია რუსული პროდუქციის შეძენა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. პირიქით, ომის დაწყების შემდეგ რუსული ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად ბიუჯეტიდან 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
გამოცემა წერს, რომ “სიმბოლურია, რომ რუსული პროდუქციის შემომტანი კომპანია 2008 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა”.