პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დეპუტატებს სპეციალური ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ წასვლას უკრძალავს – რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, კანონი სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებს ავალდებულებს.
მედია წერს, რომ ნებართვის გარეშე გამგზავრების შემთხვევაში კანონმდებელი მანდატს დაკარგავს. კანონის ავტორები ასეთი შეზღუდვის აუცილებლობას უკრაინასთან ომის კონტექსტში რუსეთის წინაშე მდგარი უსაფრთხოების მოთხოვნით, ქვეყანაზე სანქციების ზეწოლითა და უცხოური სპეცსამსახურების მუშაობის “მნიშვნელოვანი გააქტიურებით” ხსნიან.
კანონპროექტში არ არის ნათქვამი ვის დაევალება ვალდებულების შესრულება, ამას მხოლოდ დუმა და ფედერაციის საბჭო განსაზღვრავს. სავარაუდოდ, ასეთი უფლებამოსილი პირები პარლამენტის შესაბამისი პალატების თავმჯდომარეები იქნებიან.