გიორგი გახარია – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ

„ჩვენ ვიყავით პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვაცხადებდით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ, წინასაარჩევნო კამპანიას დამოუკიდებლად ვაწარმოებთ და ამასთან დაკავშირებით დღესაც არაფერი არ შეცვლილა. რა თქმა უნდა ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ-ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ, თუ რაიმე შეიცვალა, რა თქმა უნდა ყველაფერი შესაძლებელია, ვხედავთ რომ სამყარო როგორი მოულოდნელი ცვლილებებიტაა გამორჩეული, ამას ჩვენი მხარდამჭერები პირველები ჩვენგან გაიგებენ.“

ეს განცხადება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“  ლიდერმა, გიორგი გახარიამ, დღეს, პარტიული ოფისის გახსნის წინ, „გურიის მოამბესთან“ საუბარში გააკეთა.

გახარიამ მომავალ საპარლამენთო არჩევნების მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მას აქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები:

„ხელისუფლება როცა საუბრობს „გლობალური ომის პარტია“ თითქოს რარაცას გეგმავს და ამათუიმ პარტიებს ერთმანეთთან აერთიანებს, მინდა გითხრათ, რომ ამის უკან შიში დგას მხოლოდ, ხელისუფლებას შიში ალაპარაკებს“ თქვა მან.

„რაც შეეხება არჩევნებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი  პროპორციული არჩევნები, დღემდე უმრავლესობა დგებოდა მხოლო0დ და მხოლოდ მაჟორიტარების ხარჯზე, ბუნებრივად მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და შემდგომ კოალიციას. უნდა დასრულდეს ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის ფრთის ქვეში მთლიანი ხელისუფლების დაქვემდებარება, ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან საუბარი, კომპრომისის მიღწევა უნდა ისწავლონ. ამისთვის მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა არის ძალიან კარგი საშუალება“ გაბაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share