აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალ არჩევნებში მხოლოდ ქართველმა ხალხლმა მიიღოს გადაწყვეტილება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე ისაუბრა და თქვა, რომ აშშ პროცესს ყურადღებით აკვირდება.
„ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. (ipn-ის თარგმანი)