„არ გაბედო დანებება!“ წარმოიდგინეთ, გინდათ თქვენი შედევრი სამყაროს გააცნოთ მაგრამ პირველ ჯერზე უარს იღებთ, მეორეზეც, მესამეზეც და ასე გრძელდება სამოცჯერ! წარმოიდგინეთ 60 უარი , 60 ტკივილი, 60 იმედგაცრუება.
ამის შემდეგ რას იზამდით თქვენ? გააგრძელებდით კი მიზნისკენ სვლას? სტივენ კინგის ცხოვრებაში ზუსტად ასე მოხდა, მან გამომცემლობისგან 60 უარი მიიღო სანამ მისი შემოქმედება დღის სინათლეს იხილავდა.
ფიქრობთ რომ 60 უარი ბევრია?
უოლტ დისნეიმ დაფინანსებაზე 300 უარი მიიღო.
წარმიდგინეთ ის 300-ჯერ არ დანებდა.
300 უარიც ბევრია?
იცით რამდენჯერ სცადა თომას ედისონმა ნათურის შექმნა? 10 000-ჯერ – “მე არ დავმარცხებულვარ, უბრალოდ ვიპოვე 10 000 გაუმართლებელი მეთოდი”- თომას ედისონი მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ გეტყვიან უარს ან რამდენჯერ განიცდი მარცხს, 1 დიდი წარმატება 60, 300 და 10 000 მარცხს აღემატება! ამიტომ, როგორც არ უნდა იყოს, არ გაბედო დანებება!
#ადეო #გამოხატე #გაბედე #მოტივაცია #ქართული