ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოდან მცირე ზომის საფოსტო გზავნილები შეაჩერა. ინფორმაციას ბათუმელები საქართველოს ფოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოქალაქეებს, მცირე ზომის გზავნილები, რომლებიც პირველი მაისიდან 24 ივლისამდე გაგზავნეს აშშ-ში, უკან დაუბრუნდათ.
ბათუმელებთან საქართველოს ფოსტა განმარტავს, რომ გზავნილები ნამდვილად შეჩერებულია, თუმცა ამის მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, ამ დროისთვის უცნობია.
“შეფერხება ჰქონდა ამერიკას, წერილის და მცირე პაკეტის. არც ამ ეტაპზე იგზავნება მცირე გზავნილები. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით რა არის მიზეზი. ამერიკას აქვს ეს შეზღუდვა გაკეთებული დროებით”- აცხადებენ ფოსტაში.