ენმ: სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის მთავარი გამოვლინებაა

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია და ივანიშვილის ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის მთავარი გამოვლინებაა”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პარტია მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ე.წ. “საზღვრის კვეთის” საქმეზე გამოტანილ განცხადებას ეხმიანება.

ენმ-ის შფასებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც პირს, რომელიც უკვე იხდის თავისუფლების აღკვეთის სასჯელს, დამატებით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

2024 წლის 2 აგვისტოს, ივანიშვილის რეჟიმის ფსევდო-სასამართლოს ახალდანიშნულმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ე.წ. “საზღვრის კვეთის” საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის გადაწყვეტილების დასაბუთება მიხეილ ჯინჯოლიამ აბსურდული არგუმენტით სცადა, თითქოს არსებობს მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

რეალურად, მიხეილ სააკაშვილს არათუ მოწმეებთან კომუნიკაციის საშუალება, არამედ სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებაც კი უკანონოდ აქვს წართმეული და საპატიმრო სამედიცინო დაწესებულებაში საბადრაგო სამსახურის 24 საათიანი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

ზემოხსენებული საქმე დაახლოებით 3 წელია იხილება და აქამდე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც პირს, რომელიც უკვე იხდის თავისუფლების აღკვეთის სასჯელს, დამატებით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ეს არა მხოლოდ სამართლის ნორმების დარღვევაა, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია და ივანიშვილის ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის მთავარი გამოვლინებაა.

ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია. 26 ოქტომბერს ერთიანობით ქართველი ხალხი დაასრულებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ქვეყანას დასავლური განვითარების გზაზე დააბრუნებს!

ერთიანობით ვიმარჯვებთ!
#თავისუფლებამიშას”- წერია განცხადებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share