არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი – ზურაბიშვილი

”წყდება ქვეყნის ბედი და აქ ყველამ უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები, არაა იმის დრო, დავიწყოთ იმის დავა და მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი ბევრისთვის, რომ არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი. იმიტომ, რომ რეალურად, ყველამ ვიცით გარედანაც, მათი შეთანხმება, არსებული პარტიების რომელიმე პოლიტიკოსზე, მე მგონია, რომ ძალიან რთული იქნება – თუ არა შეუძლებელი.

ამიტომ, მე გამოვედი სხვა გეგმით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გადავდოთ, მართლაც გადავდოთ პირადი, პარტიული ამბიციები, კონცენტრაცია მოხდეს ქარტიაზე, ქარტიის შესრულებაზე, ეს იყოს პარტიების ერთადერთი პროგრამა, მერე შეიძლება გზადაგზა, პარლამენტში რომ იქნებიან, თვითონ ახალი ინიციატივები წარმოადგინონ, მაგრამ დღეს თუ ჩვენ გვინდა, რომ დროში და დროულად მივაღწიოთ მიზანს ევროკავშირში დაბრუნებისა, არ გვაქვს იმის დრო, სხვა რაღაცაზე გავიფანტოთ და დავიწყოთ სხვა რამის მომზადება…

…საჭირო არის ნდობა ყველა ამომრჩეველის, ეს ნდობა გაჩნდება თუ დაინახავენ სწორედ მთავრობაში არაპოლიტიკურ სახეებს, ახალ სახეებს, რასაც ჰქვია ექსპერტთა მთავრობა, ტექნიკური მთავრობა, რაც ჩვენ გამოცდილი არ გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში, როცა ღრმა კრიზისია, ეს არის გამოსავალი, რასაც პოულობენ, რომ ცოტა ხნით ამ მთავრობამ გადალახოს ეს კრიზისი, შექმნას ერთგვარი კონსენსუსი.” –

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, ვინ იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share