ბოლო გამოკითხვებით ჰარისი 53% – ტრამპი 47% – ტრამპი „abc” დებატებს დათანხმდა
კურსკის პარალელურად უკრაინამ ბელგოროდსა და ლიპეცკს შეუტია
პარალელურად საჰაერო დარტყმები იყო ყირიმზე
ამ დილით ჰაიმარსების გამოყენებით დაიბომბა ლიპეცკის სამხედრო აეროდრომი – საჰაერო დაზვერვამ რამდენიმე რუსული მოიერიშე დააფიქსირა, რომლებიც ამ აეროდრომიდან გადარჩენილები “გარბოდნენ”
კურსკში უკრაინელებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი კიდევ აიღეს, ბელგოროდში კი იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო კოლონაზე გადაადგილების დროს, უკრაინელებმა შეუტიეს რუსთა კოლონას ასევე ოქტიაბრსკოეში-კურსკის ოლქი
„ბლომბერგი“ იტყობინება, რომ რუსეთის გენერალიტეტის ნაწილს, ჰქონდა ინფორმაცია უკრაინელების კურსკზე იერიშის მზადებასთან დაკავშირებით, თუმცა პუტინი საქმის კურსში არ ჩააყენეს
პენტაგონმა გააკეთა განცხადება. რომ უკრაინელების მიერ კურსკის მიმართულებაზე ამერიკული ტექნიკისა და შეიარაღების გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამერიკის პოლიტიკას რუსეთ უკრაინის ომში
გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მარკუს ფაბერი, მიიჩნევს, რომ უკრაინელთა შეტევა ქვეყანაზე, რომელმაც ომი გააჩაღა, სრულიად კანონიერია
რუსი ოლიგარქი დერიპასკა, იაპონიაში ყოფნისას, რუსეთ უკრაინის ომის წინააღმდეგ განცხადებების კეთებით გამოირჩა
მან, მოულოდნელად, სააგენტო „ნიკელ აზიასთან“ საუბრისას, რუსეთ უკრაინის ომს საშინელება უწოდა, გააკრიტიკა რუსეთის დანახარჯები ომზე და თქვა რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე
ვაშინგტონში რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის „რაშენ თუდეის“ ოფისი დაიხურა და მისი ქონება აუქციონზე გავიდა
ამერიკაში სპეცსამსახურებმა, ჩხრეკა ჩაატარეს, გაეროს ყოფილი ინსპექტორის, ამჟამად რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის „რაშენ თუდეის“ ბლოგერის, სკოტ რიტერის სახლში, ის პუტინის აქტიური მხარდამჭერია
ამასობაში, ბოლო ინფორმაციებით, ტრამპი დათანხმდა ჰარისთან ტელედებატებს „abc” ში და ეს დებატები ტრადიციულად 10 სექტემბერს შედგება და ის იქნება ბოლო შანსი ტრამპისთვის – როგორც ექსპერტები წერენ „გადაარჩინოს ჩაძირვის რეჟიმში მყოფი საკუთარი ტიტანიკი“