თბილისის მერს, კახა კალაძეს სტრატეგიულ პარტნიორებსა და ხელისუფლების ოპონენტებზე იერიში მიაქვს – ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ “ოცნების” მოწინააღმდეგეები “თეთრზე შავს ამტკიცებენ და ქვეყანაში დემოკრატიის სახელით ფაშიზმს ამკვიდრებენ“.
კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტნიორები საკუთარი ინტერესების თავზე მოხვევას ცდილობენ, რაც საქართველოს ინტერესებთან შეუთავსებელია.
კანონის მხარდამჭერი დეპუტატი პარტიის ყრილობაზე ამტკიცებდა, რომ “გარე ძალებს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის არაერთი უტიფარი მცდელობა ჰქონდათ”.
”ყველას კარგად ესმის გამოწვევები, რის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო, მართლა ძალიან რთულია. ვნახეთ, როგორ ცდილობენ თეთრზე შავის მტკიცებას, როგორ უტიფრად გვიცხადებენ, რომ გამჭვირვალობის უფლება არ გვაქვს, როგორ ამკვიდრებენ დემოკრატიის სახელით ფაშიზმს, როგორ სურთ, თავს მოგვახვიონ თავიანთი ინტერესები, რაც შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან”, – ამბობს კალაძე.