“წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა რეკავს 144-ზე და გადაადგილების საშვს ითხოვს საღამოს 22 საათამდე”-წერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე და აღნიშნული პოსტით იმას უსვამს ხაზს, თუ როგორია ქვეყანაში კანონისადმი პატივისცემა და მისი უზენაესობა: “წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა რეკავს 144-ზე და გადაადგილების საშვს ითხოვს საღამოს 22 საათამდე, რადგან ცხოველი ყავს წამოსაყვანი ვეტერინარიდან და ოპერატორი ცივი უარით ისტუმრებს. ბიძინას მაინც მოყავს ცხოველი, მას პატრული აჩერებს და 2000 ლარით აჯარიმებს. ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ, თუ ჩვენი პერსონაჟი ბიძინა გვარად ივანიშვილი არ იქნება, კანონი მკაცრიც გახდება და აღსრულდება კიდეც. აი, ასეთია კანონის უზენაესობა ქართულად. მაგრამ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ბევრ ჩვენგანს არა კანონის უზენაესობა, არამედ ივანიშვილობა უნდა”-წერს მშვენიერაძე.