მოსაზრება, რომ მხოლოდ 1%-მა გაიარა რეგისტრაცია, არის ბინძური ტყუილი – მდინარაძე

მოსაზრება, რომ მხოლოდ 1%-მა გაიარა რეგისტრაცია, არის ბინძური ტყუილი” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, სწორედ 1.5%-ია ის რიცხვი, რომელმაც უარი თქვა ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციაზე.

ასეთი მარტივი ფეიკი საზოგადოებას არ უნდა აკდრო და შესთავაზო” – ამბობს მდინარაძე და ირწმუნება, რომ რეესტრში ამ დრომდე არასამთავრობო ორგანიზაციათა 98.5% დარეგისტრირდა.

”ერთმა პროცენტმა გაიარა მხოლოდ რეგისტრაციაო, ამაზე დიდი ბინძური ტყუილი არ არსებობს. რატომ? ისინი ითვლიან 30 ათასიდან. 30 ათასი ენჯეო საქართველოში არ არსებობს, ეს მხოლოდ ფურცელზეა. რეალურად, მოქმედი ენჯეო არის რამდენიმე ათასი და აქედან გაცილებით მცირე ნაწილი არის ისეთი, რომელიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან. ასეთი მარტივი ფეიკი საზოგადოებას არ უნდა აკდრო და შესთავაზო. რეალურად კი რუსულ კანონს აპროტესტებდა მხოლოდ 1.5 პროცენტი”, – ამბობს მდინარაძე.

კანონის სრული კრახი – რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, აგენტების რეესტრი კი პრაქტიკულად ცარიელია. ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში მოქმედი 30 ათასზე მეტი ორგანიზაციიდან, მხოლოდ 500-მა გამოთქვა სურვილი, ჰქონდეს ახალი სტატუსი. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც იძულებულები იყვნენ რეგისტრაცია ფორმალურად გაევლოთ, რომ მცირე რესურსი ჯარიმებში არ გადაეხადათ.

ხვალიდან იუსტიციის სამინისტროს შეუძლია სადამსჯელო მექანიზმები აამოქმედოს. “არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას” – ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პასუხი “ოცნების” მიერ დაანონსებულ რეპრესიებზე. ამ ფონზე კი შედეგებს ქართველი ხალხი უკვე იმკის. ირკვევა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ევროპული დაფინანსება გაუუქმდა და ფული ტურიზმზე აღარ დაიხარჯება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share