მომღერალი გიორგი უშიკიშვილი განცხადებით, მშვიდობა,რომელიც “ოცნებისთვის“ ექსკლუზიური გახდა, საქართველოსთვის სულ უმნიშვნელოვანესი იყო, მასზე წერდნენ და მღეროდნენ და არავინაა დღეს ისეთი, ვისაც ომი უნდა.
უშიკიშვილის თქმით, ეკლესიების გამთეთრებლებთან მშვიდობა არ და ვერ იქნება და ისეთ ქვეყანაში უნდა ვცხოვრობდეთ, სადაც მეტი დემოკრატია, ევროპა და ერთმანეთის პატივისცემა იქნება.
”მინდა ყველას მივმართო, ჩვენი ბიჭების სიკვდილის ხარჯზე, ჩვენი ბიჭების მკვლელებთან და ეკლესიების გამთეთრებლებთან მშვიდობა არ და ვერ იქნება. ჩვენ ერთადერთი გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც იქნება მეტი დემოკრატია, ევროპა და ერთმანეთის პატივისცემა.
ასეთი დაპირისპირება, როგორიც ახლაა საზოგადოებაში, არ მახსოვს. ყოველდღიურად შუღლის ჩამოგდება ხალხს უმძიმეს შედეგებამდე მიგვიყვანს. ამისთვის საჭიროა ეს ყველაფერი დასრულდეს. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, რომ პროცესები განვითარდეს. თუ ქვეყანაში არ მოხდება უკეთესობისკენ ცვლილებები, ბევრი ჩემი მეგობარი აპირებს ქვეყნის დატოვებას და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია“,- განაცხადა უშიკიშვილმა “რეაქციაში“.