შეერთებულმა შტატებმა რუსული პროპაგანდისტული მედიები, Russia Today და მასთან ერთად, გამოცემის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა. მიზეზი “მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა”.
სულ აშშ-ის მიერ სულ სანქცირებულია 10 ფიზიკური პირი და ორი ორგანიზაცია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბრალი წაუყენა RT-ის ორ თანამშრომელს, რომლებმაც პრორუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოების გავრცელებაში 10 მილიონი დოლარი დახარჯეს.
გადაწყვეტილებას სიმონიანი Telegram-ზე გამოეხმაურა და დაწერა: “გაიღვიძეს”.