“ეს მთავრობა არის ნამესნიკის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს დავალება, ეს ქვეყანა წაიყვანოს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთისაკენ და ის თავისუფლება, რაც თაობათა მონაპოვარია, აბსოლუტურად გაანადგუროს“, – ამის შესახებ პროფესორმა, არინა თავაქარაშვილმა “რეაქციის“ ეთერში განაცხადა.
არინა თავაქარაშვილი მიიჩნევს, რომ “ბიძინა ივანიშვილის განცხადება გორში ხანგრძილვად დაგეგმილი ნააზრევი იყო, რომელიც გორიდან შეგნებულად გააჟღერდა“.
”მართლაც ბოდიში ქვეყანას იმისთვის, რომ აქამდე მივედით, რომ ჩემი თაობის ადამიანებმა, ეროვნული მოძრაობიდან დღემდე, ვერ შეძლეს ისეთი ცვლილება, რომ ასეთი სახელმწიფო, ამ ხელისუფლებით გვყავს. ეს არის ნამესნიკის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს დავალება, ეს ქვეყანა წაიყვანოს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთისაკენ და ის თავისუფლება, რაც თაობათა მონაპოვარია, აბსოლუტურად გაანადგუროს. ძალიან ძნელია იმ ადამიანებისგან საუბარი, ვისაც 2008 წელს ამ ქვეყნისათვის და მისი თავისუფლებისთვის ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ხელისუფლებიდან უფროსი თაობის ადამიანები და ნამესნიკი ივანიშვილი არასოდეს მდგარან ეროვნულ მოძრაობასთან, სიწრფელესთან, რითაც თავისუფლება მოვიდა, პირიქით დგას იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ასეთი საქართველო მოიტანა.
არ მგონია შეგნებულად არ ყოფილიყო, ეს იყო ხანგრძილვად დაგეგმილი ნააზრევი, რომელიც გორიდან შეგნებულად გააჟღერეს. არცერთ მათგანს არ უნახავს დაბომბილი ქალაქი, ის სიმწარე, რაც მე ჩემი თვალით ვნახე – ის დაყრილი მიცვალებულები, კასეტური ბომბებით რომ დაიხოცნენ.
რომელ ბოდიშზე, ძმურ ურთიერთობაზე ლაპარაკობენ, ჩვენ რუსეთი დაგვესხა თავს. საშინელება და კატეგორულად მიუღებელია და სულ ვიტყვი – ომი დაიწყო რუსეთმა.
ერთ მხარეს დგას რამდენიმე დღის წინ გაცხადებული არსებული ხელისუფლების და ნამესნიკი ივანიშვილის ოკუპანტის მიმართ მოსახდელი ბოდიშით და მეორე მხარეს დგანან იმავე ქალაქში ტრასნფარანტებით გამოსული სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებიც ამას არ ეგუებიან. ერთ მხარეს დგანან ადამიანები, რომელბიც, მიუხედავად იმის, რომ ქალაქის ცენტრში რუსული ტანკები დადიოდნენ, თავიანთი ქალაქი არ გაუყიდიათ, მეორე მხარეს კი, სამწუხაროდ, დგანან ამ ტრაგედიის ტაშის დამკვრელები. ახლა სასწორზე უნდა შემოიდოს, რომელი საქართველო იქნება წარმატებული და რომელი გადაგამს თავისუფლებისაკენ ნაბიჯს“,- განაცხადა არინა თავაქარაშვილმა.