პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა, შეიწყალა.
სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა 16 სექტემბერს მიესაჯა.
შანიძეს გამოძიება ორი მუხლით ედავებოდა – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 265-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც ნარკოტიკული საშუალების (კანაფის) მოყვანას გულისხმობს. მეორე მუხლი შანიძეს მოგვიანებით წარუდგინეს.