რისთვის დააპატიმრა ესპეხომ გურულები

რისთვის დააპატიმრა ესპეხომ გურულები
.
1839 წელს გურიაში რუსეთის არმიის დაბალი რანგის ჩინების ცოლშვილიანად დასახლების გამო, გურიის თავად-აზნაურობასა და გლეხობაში დიდი მღელვარება მოყოლია, საკითხში გასარკვევად ოზურგეთში ესპანური წარმოშობის გენერალი და ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი იაკიმ ესპეხო ჩამოვიდა და გურულების მოთავეები სამი დღით ციხეში ჩაყარა, როგორც ჩანს სავარაუდოდ ეს ყველაფერი კიდევ ერთი საფუძველი იყო 1841 წლის გურიის აჯანეყებისათვის.
.
„1839 წლის მაისში ოზურგეთში ჩავიდა იმერეთის მმართველი გენერალ მაიორი აკ. ესპეხო. გურიის თავადაზნაურობის და გლეხობის წარმომადგენლებმა ესპეხოს მიართვეს მთავარმმართველზე გადასაცემი საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კუთვნილ მიწეაზე ასახლებდნენ იქ განლაგებული შავი ზღვის სახაზინო ბატალიონის დაბალი ჩინის ცოლშვილიან ოფიცრებს. გაბრაზებულმა მმართველმა ბრძანა მთხოვნელები დაეპატიმრებიათ, იარაღი აეყარათ და სამი დღით ციხეში ჩაესვათ. მოსახლეობა მკაცრად გააფრთხილეს, რომ ასეთი უსაქმური თხოვნებით მთავრობა არ შეეწუხებიათ.”‘
.
– გოდერძი ვაჭარიძე – იმერეთის დროებითი მმართველობა 1810-1840 წლები (1999 წელი)
– ნახატი უჩა ჯაფარიძე – გურიის 1841 წლის აჯანყება
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share