მუსტაფა ნაიმა – გურულები მარტყოფის ბრძოლაში
.
ოსმალო ისტორიოგრაფის მუსტაფა ნაიმას (დ. 1655 – გ. 1716) ცნობით 1625 წელს მარტყოფის ბრძოლაში გურულებმა, მეგრელებმა და იმერლებმაც მიიღეს მონაწილეობა, კერძოდ მუსტაფა ნაიმა უთითებს შემდეგს – „ამჯერად ქართლის მფლობელი მოურავ-ხანი გურიელი, დადიანი, აჩიკ-ბაში და არაგვის ერისთავი გაერთიანდნენ, საქართველოს სხვა ერისთავებთან შეთანხმებულნი, საქართველოს დასაპყრობად მოსულ ყარჩიხა ხანისა და სრულიად ყიზილბაშთა ლაშქართან საბრძოლველად გამოვიდნენ“.
.
„ნაიმას ეს ცნობა მარტყოფის ბრძოლაში საქართველოს ცალკეული სამეფო-სამთავროების მონაწილეობის შესახებ თითქოს გაზვიადებული ჩანს. ყოველ შემთხვევაში ეს ახალი ცნობაა, რომელიც, თუ მას სხვა წყაროებიც შეამაგრებენ, რა თქმა უნდა, მისაღებია.“
.
– ნოდარ შენგელია – მუსტაფა ნაიმა „ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ (1979)
– ნიკო ფიროსმანის ნახატი „გიორგი სააკაძე“
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა