“გერმანია არ გააუქმებს რაიმე შეზღუდვას” | ზელენსკი ოლაფ შოლცს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრისას შოლცმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას ბერლინის უარი, გამოიყენოს გერმანული იარაღი რუსეთის შიგნით სამიზნეებზე დასარტყმელად.

„გერმანია არ გააუქმებს რაიმე შეზღუდვას, ეს არ არის დამოკიდებული ჩემს პირად დამოკიდებულებაზე. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ამის კარგი მიზეზები გვაქვს”, – აცხადებს შოლცი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share