”ალბათ, არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ არ მიეწვიათ პრემიერმინისტრი კობახიძე და მისი დელეგაცია მიღებაზე, რომელსაც მასპინძლობდა პრეზიდენტი ბაიდენი. ყველა იმ შეურაცხყოფის და კომენტარების შემდეგ, რომელიც გაკეთდა და მიმართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებისა და ელჩების წინააღმდეგ და ის ტყუილები იმის შესახებ, თუ რა განზრახვა აქვს ქვეყანას, არ არის არანაირი სიურპრიზი ის ფაქტი, რომ არ მიიწვიეს მიღებაზე.
თქვენ ალბათ იხილეთ განცხადება, რომელიც გაავრცელა აშშ-ის ადმინისტრაციამ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიუღებელი იყო არსებული განცხადებები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს იმას, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში.”
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძე ამოიღო. ბაიდენი მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს 25 სექტემბერს უმასპინძლებს.