ვინაიდან რუსეთმა ვერ დაამარცხა ჩვენი ხალხის სიმტკიცე, პუტინი ეძებს უკრაინული სულის გატეხვის სხვა გზებს- ზელენსკი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინს სურს უკრაინელები ამ ზამთარს სიბნელესა და სიცივეში დატოვოს, რათა უკრაინას ტანჯვა და დანებება აიძულოს.

მისი განცხადებით, ოკუპანტების კონტროლქვეშაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რაც მთელ რიგ საფრთხეებს ქმნის, როგორც ევროპისთვის ასევე მსოფლიოსთვის.

”ვინაიდან რუსეთმა ვერ დაამარცხა ჩვენი ხალხის სიმტკიცე ბრძოლის ველზე, პუტინი ეძებს უკრაინული სულის გატეხვის სხვა გზებს. მისი ერთ-ერთი მეთოდია ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება და რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები ჩვენს ელექტროსადგურებსა და მთელ ენერგეტიკულ ქსელზე. დღეის მონაცემებით, რუსეთმა გაანადგურა ყველა ჩვენი თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროენერგიის სიმძლავრეების დიდი ნაწილი. ასე ემზადება პუტინი ზამთრისთვის იმ იმედით, რომ დატანჯავს მილიონობით უკრაინელს, რიგით ოჯახებს, ქალებს, ბავშვებს, ქალაქებს, სოფლებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share