“ქართული ოცნების“ ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ” აშშ-ის საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი პასუხი “ქართულ ოცნებას” – საელჩო ამჯერად სიცრუეს მმართველი პარტიის იმ განცხადებას უწოდებს, რომელიც ივანიშვილის გუნდის მტკიცებით,  ” 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა”.

 

საელჩო აღნიშნავს, რომ “ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა”:

 

“ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა” – ნათქვამია საელჩოს პასუხში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share