“მიხარია, რომ ოპოზიციური ძალები იკრებენ ძალას…ყველას სამიზნე გასწორებულია ოლიგარქზე, ომის და შიშის პარტიაზე”-მიხეილ სააკაშვილი

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, რომ ძალიან კარგია, როდესაც ოპოზიციას სამიზნე გასწორებული აქვს ბიძინა ივანიშვილზე და მის პარტიაზე.

მისი თქმით, ომი, რომლითაც „ქართული ოცნება“ აშინებს საზოგადოებას სურს რუსეთს, რომლის წინაშეც, სრულიად დაუცველს ტოვებენ ქვეყანას.

 

„მიხარია, რომ ოპოზიციური ძალები იკრებენ ძალს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ამ ძალაში არის ჩვენი გამარჯვების რეცეპტი. ძირითადად ვერავინ ვერ წამოაგეს იმაზე, რომ ერთმანეთს ვურტყათ, ყველას სამიზნე გასწორებულია ოლიგარქზე და ომის და შიშის პარტიაზე. „ქართული ოცნება“ არის ომის და შიშის პარტია, ისინი ტოვებენ საქართველოს სრულიად დაუცველად რუსეთის  აგრესიის წინაშე დაგვაკარგვინეს ყველა მეგობარი, მოაქციეს საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ისე, რომ არავინ არ იქნება ხმის ამომღები. ეს არის ყველაფერი დაკავშირებული რუსეთთან, უბედურება, ომი, საფრთხე, საუკუნეების განმავლობაში იყო დაკავშირებული რუსეთთან და ეს პარტია (ოცნება), რომელიც ცდილობს, რომ ხალხი დააშინოს ომით და შიშით, ის არის მთავარი შიში. მშვიდობა არის ევროპაში და ოპოზიციის გამარჯვებაშია რის კეთილდღეობის და მშვიდობის გასაღები, დღევანდელ მდგომარეობაში არის აბსოლუტური დაუცველობის და უზარმაზარი საფრთხის გასაღები“, – განაცხადა სააკაშვილ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share