11 – 12 ოქტომბერს ახალციხემ მძლეოსნობაში ზურაბ იაძის სახელობის ღია საერთაშორისო მემორიალს, ( სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში) უმასპინძლა.
შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა.
ოზურგეთელმა მძლეოსნებმა საერთო ჯამში სახლში ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღეს.

ანა მგელაძე – ბირთვის კვრა ( 11მ 27 სმ
ანა მგელაძე – ბადროს ტყორცნა ( 27 მ 04 სმ)

ელენე ძიძიგური – ბირთვის კვრა ( 9 მ 98 სმ)
ელენე ძიძიგური – ბადროს ტყორცნა
ქეთევან მდინარაძე – 500 მ რბენა ( 1, 50,00 )

სერგო კვანჭიანი – ბირთვის კვრა ( 5კგ. 9 მ 89 სმ )
ქეთევან მდინარაძე – ბირთვის კვრა
საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ, მაგრამ კარგად იასპარეზა 100 მ დისტანციაზე რბენაში დავით ხელაძემ, რომელიც 14 წლისაა და აღნიშნული მანძილი 11 წთ და 09 წმ დაფარა. დავით ხელაძე მეხუთე ადგილზე გავიდა.
ასევე თავი გამოიჩინეს, მაგრამ მედლები ვერ აიღეს ბექა მჭედლიშვილმა და გაბრიელ ჩავლეავილმა.
გუნდი შეჯიბრისთვის მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.




