საჭიროა, განათლების სისტემა პარტიული კონტროლისგან გავათავისუფლოთ – ცუცქირიძე

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლის დროს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, “ტირანები, ავტოკრატები და დიქტატორები განათლების კარგ სისტემას ვერ ქმნიან, ამიტომ საჭიროა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სისტემა პარტიული კონტროლისგან გათავისუფლდეს“.

”ტირანები, ავტოკრატიები და დიქტატორები ვერ ქმნიან კარგი განათლების სისტემას. ამიტომ ჩვენ, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ არის ის, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი განათლების სისტემა პარტიული კონტროლისგან, რაც არის დღეს ჩვეულებრივი მოცემულობა. სკოლები, დირექტორის, ლექტორების დანიშვნის პროცესი, ცენტრალიზებული მართვა, უხეში ჩარევა სასწავლო პროგრამებში, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს”, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ძლიერი საქართველოს” ლიდერები სტუდენტებს ხვდებიან – კოალიციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს “ილიას გზას” და იმ კონკრეტულ გეგმებს აცნობენ, თუ როგორ აპირებენ 26 ოქტომბრის შემდეგ არსებული რეალობის შეცვლას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share