20 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ ევროპულ მარშს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართველი ემიგრანტები უერთდებიან, – ამის შესახებ განცხადება “ემგიდის” დამფუძნებელმა, ბაჩანა შენგელიამ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
ბაჩანა შენგელიას თქმით, ქართველმა ხალხმა ოლიმპიური სიმშვიდით შეძლო, რომ 26 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო აქტიურობა ანახოს.
”20 ოქტომბრის მარშს უერთდება მსოფლიოს ბევრი ქალაქი, სადაც ქართველები ცხოვრობენ. ევროპის ბევრი ქალაქიდან შემოუერთდებიან მარშს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ეცადა ბევრ პროვოკაციას, ომის ფოტოები გამოაქვეყნეს და არჩევანს გვთავაზობს ომსა და თავისებურ მშვიდობას შორის, ჩვენ ოლიმპიური სიმშვიდით შევძელით, რომ 26 ოქტომბერს იქნება უპრეცედენტო აქტივობა. 96 000 ემიგრანტი დარეგისტრირდა, რაც არის აბსოლუტური რეკორდი”, – ამბობს ბაჩანა შენგელია.