კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, ბაკურ კვაშილავა აცხადებს, რომ 20 ოქტომბერს, ევროპული მარშით ქართველმა ხალხმა მთელ ცივილიზებულ სამყაროს უნდა დაანახოს, რომ მათი მიზანი ევროპისკენ სვლაა.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, მარშზე საზოგადოებამ სწორედ იმის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რომ “ქართული ოცნება” ქვეყნის ინტერესს არ გამოხატავს.
”ჩვენთვის 20 ოქტომბრის მარში იმის მაჩვენებელი უნდა გახდეს, რომ მარტის და აპრილის აქციები არავის არ დავიწყებია. მე ველი იმას, რომ ამ აქციების დროს უფრო მეტი ადამიანი გამოვა და ნათლად აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ დღევანდელი მთავრობა არ გამოხატავს საქართველოს, მისი ხალხის ინტერესებს და რომ გარდაუვალია საქართველოს სვლა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ და ეს არის ჩვენი არჩევანი. ამის დემონსტრირება უნდა იყოს 20 ოქტომბრის მარში”, – ამბობს ბაკურ კვაშილავა.